155949386712.jpg

„სამშენებლო ტენდენციები 2019" - კომპანია "მეგობრობის" წარმომადგენლები ჰაიდელბერგცემენტის მე-6 საერთაშორისო ხარისხის კონფერენციაზე.

2 ივნისს, კახეთში სასტუმრო "რედისონ ქოლექშენ წინანდალში" ჰაიდელბერგცემენტის მე-6 საერთაშორისო ხარისხის კონფერენცია თემაზე - "სამშენებლო ტენდენციები 2019" გაიმართა. ღონისძიებას სამშენებლო ჯგუფ "მეგობრობის"  დამფუძნებელი  მამუკა არევაძე და კომპანიის  სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ილია ძიგურაშვილი ესწრებოდნენ.
წლევანდელ ღონისძიებაზე პრეზენტაციებით წარსდგნენ მსოფლიოში ცნობილი კომპანიები, რომელთაც დამსწრე საზოგადოებას თავიანთი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს.
ჰაიდელბერგცემენტის გენერალურმა დირექტორმა, მიხაელ ჰამპელმა ბეტონის ხარისხისა და მომსახურების მაღალ ხარისხზე ისაუბრა. ღონისძიებაზე პრეზენტაცია სახელწოდებით - "One Thousand Museum," რომლის მშენებლობაც მაიამიში მიმდიბარეობს, მსოფლიოში სახლგანთქმული არქიტექტურული კომპანიის Zaha Hadid Architect-ის წამყვანმა არქიტექტორმა ოლივერ ბრეიმ გამართა.
ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო კომპანიის ARUP-ის ასოცირებულმა დირექტორმა, იან ვურმიმ კი სამშენებლო სექტორის მეგა ტენდენციების შესახებ ისაუბრა.
(მწვანე მშენებლობის სერტიფიცირების კორპორაცია) Europe-ის პრეზიდენტი GBCI იკაი კილმანმა საზოგადოებას მწვანე მშენებლობის სერტიფიკატზე LEED ესაუბრა.
კონფერენციაზე ასევე განიხილეს სხვა მნიშვნელოვანი თემები, მაგალითად ისეთები, როგორებიცაა ბეტონის სპეცპროდუქტები და ინოვაციები, შენობების ენერგოეფექტურობა, შრომის უსაფრთხოების რეგულაციები და მართვა სამშენებლო უბანზე, ინოვაციური სამშენებლო პროდუქტები და საფასადე სისტემები.
აღნიშნულ თემებზე მსოლიოში წამყვანიმა კომპანიებმა - ABB, Aluprof, Maxit, Kaya Safety და HeidelbergCement-ისაუბრეს.
კონფერენციის წინა დღეს კი სამშენებლო მასალების გამოფენა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას წამყვანი ადგილობრივი და უცხოური მწარმოებლები იღებდნენ.
ცნობისთვის, ხარისხის კონფერენცია არის მასშტაბური ფორუმი, რომელსაც წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების 200-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება - უძრავი ქონების დეველოპერები, არქიტექტორები, ინჟინრები და სამშენებლო სექტორის სპეციალისტები.


სამშენებლო კომპანია „მეგობრობა“ ც.დადიანის N25-ში ინვესტირებითაა დაინტერესებული.

სამშენებლო კომპანია „მეგობრობა“ ც.დადიანის N25-ში ინვესტირებითაა დაინტერესებული.

"მეგობრობის" რიგით მე-4 პროექტი ექსპლუატაციაში ჩაბარდა

"მეგობრობის" რიგით მე-4 პროექტი ექსპლუატაციაში ჩაბარდა

"მეგობრობის" დამფუძნებელმა სოციალურ აქციაში გიორგი ჩაკვეტაძის მაისური - გენტი შეიძინა.

"მეგობრობის" დამფუძნებელმა სოციალურ აქციაში გიორგი ჩაკვეტაძის მაისური - გენტი შეიძინა.

"მეგობრობის" სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა

"მეგობრობის" სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა