154572320312.jpg

"მეგობრობის" დამფუძნებელმა სოციალურ აქციაში გიორგი ჩაკვეტაძის მაისური - გენტი შეიძინა.

სამშენებლო ჯგუფ „მეგობრობის“ დამფუძნებელმა, მამუკა არევაძემ  სპორტსმენების აქსესუარების აუქციონზე, ქართველი ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, გიორგი ჩაკვეტაძის მაისური შეიძინა და ამ ფორმით სოციალურ კამპანიაში დიდი წვლილი შეიტანა. მნიშვნელოვანია, რომ აუქციონზე შესული თანხით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ბერშუეთის სკოლის მოსწავლეებისთვის, ამორტიზებული სპორტული დარბაზი გარემონტდება და კეთილმოეწყობა. ცნობისთვის, საქართველოსა და მსოფლიო სპორტის ვარსკვლავების აქსესუარების კამპანია/აუქციონი, სახელწოდებით - "ძლიერები არ ძალადობენ" 18 დეკემბერს, "ფუნიკულიორზე" გაიმართა.

 აუქციონზე გამოტანილი აქსესუარებს შორის იყო:

  1. გურამ კაშიას მაისური - ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგა, საქართველო-ყაზახეთი.
  2. გურამ კაშიას ბუცები - ნაკრები, ერთა ლიგა, საქართველო-ყაზახეთი.
  3. გურამ კაშიას "ვიტესის" მაისური, რომლითაც არნემში ბოლო მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა.
  4. გურამ კაშიას კაპიტნის სამკლაური - "ვიტესი", სარეკორდო 243-ე მატჩი.
  5. ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩოგანი - მოგებული აქვს ჰამბურგის პირველობა და შანხაის მასტერსი.
  6. ლაშა ტალახაძის ფინკა - 2018 წელი, აშხაბადი, 7 მსოფლიო რეკორდი და 3 ოქროს მედალი.
  7. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ფინკა - ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადა.
  8. გენო პეტრიაშვილის ფინკა - 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი.
  9. ტოჩინოშინის კიმონო თავისი ქამრით (ობით)
  10. ტოჩინოშინის ფეხსაცმელი
  11. ტოჩინოშინის ხელის ანაბეჭდი, ნახატი პორტრეტითა და ავტოგრაფით.
  12. ერიკ აბიდალის მაისური - 2013 წელი, საქართველო-საფრანგეთი.
  13. ანტუან გრიზმანის მაისური ავტოგრაფით.
  14. ვარლამ ლიპარტელიანის კიმონო - 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, ოქროს მედალი.

15.გურამ თუშიშვილის კიმონო - 2017 წელი, ევროპის ჩემპიონატი, ოქროს მედალი.

  1. მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურთი ავტოგრაფებით - საქართველო - სამოა.
  2. ზაზა ფაჩულიას მაისური ავტოგრაფით - დეტროიტ პისტონსი.
  3. გიორგი ჩაკვეტაძის მაისური - გენტი.



სამშენებლო კომპანია „მეგობრობა“ ც.დადიანის N25-ში ინვესტირებითაა დაინტერესებული.

სამშენებლო კომპანია „მეგობრობა“ ც.დადიანის N25-ში ინვესტირებითაა დაინტერესებული.

"მეგობრობის" სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა

"მეგობრობის" სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა

„სამშენებლო ტენდენციები 2019" -  კომპანია "მეგობრობის" წარმომადგენლები ჰაიდელბერგცემენტის მე-6 საერთაშორისო ხარისხის კონფერენციაზე.

„სამშენებლო ტენდენციები 2019" - კომპანია "მეგობრობის" წარმომადგენლები ჰაიდელბერგცემენტის მე-6 საერთაშორისო ხარისხის კონფერენციაზე.

"მეგობრობის" რიგით მე-4 პროექტი ექსპლუატაციაში ჩაბარდა

"მეგობრობის" რიგით მე-4 პროექტი ექსპლუატაციაში ჩაბარდა