1545220113.jpg

სამშენებლო კომპანია „მეგობრობა“ ც.დადიანის N25-ში ინვესტირებითაა დაინტერესებული.

 

ამშენებლო კომპანია „მეგობრობა“ ც.დადიანის N25-ში ინვესტირებითაა დაინტერესებული. ჩვენი კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული შენობის ნაცვლად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ააშენოს და მოსახლეობა საცხოვრებლით დააკმაყოფილოს.

ამასთან, „მეგობრობა“ ასევე მზადაა ობიექტი გაამწვანოს და კეთილმოაწყოს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ ამა წლის 12 ივნისს დაიწყო, დღეს კი საკრებულოში ინვესტიციის შესაძლებლობის შესახებ  მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს  წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიის დამფუძნებელი მამუკა არევაძე ესწრებოდა. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სამშენებლო ჯგუფ „მეგობრობის“ დამფუძნებლის მამუკა არევაძის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დედაქალაქის იერსახის ცვლილებისთვის, არამედ უშუალოდ მობინადრეებისთვის, რომლებიც ამჟამად ავარიულ სახლში ცხოვრობენ და ყოველ დღე საფრთხის წინაშე დგანან. მისივე თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში კომპანია „მეგობრობა“ 22 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივა ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, რიმა ბერაძეს ეკუთვნის.


"მეგობრობის" რიგით მე-4 პროექტი ექსპლუატაციაში ჩაბარდა

"მეგობრობის" რიგით მე-4 პროექტი ექსპლუატაციაში ჩაბარდა

"მეგობრობის" სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა

"მეგობრობის" სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა

"მეგობრობის" დამფუძნებელმა სოციალურ აქციაში გიორგი ჩაკვეტაძის მაისური - გენტი შეიძინა.

"მეგობრობის" დამფუძნებელმა სოციალურ აქციაში გიორგი ჩაკვეტაძის მაისური - გენტი შეიძინა.

„სამშენებლო ტენდენციები 2019" -  კომპანია "მეგობრობის" წარმომადგენლები ჰაიდელბერგცემენტის მე-6 საერთაშორისო ხარისხის კონფერენციაზე.

„სამშენებლო ტენდენციები 2019" - კომპანია "მეგობრობის" წარმომადგენლები ჰაიდელბერგცემენტის მე-6 საერთაშორისო ხარისხის კონფერენციაზე.