(032)2 622 122, 571 222 333
megobroba.info@gmail.com
6-9 მარტს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში სამშენებლო მასალების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენა - Tuyap Excibition გაიმართა. Tuyap-ის ღონისძიებას სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესწრებოდნენ, ათამდე ქვეყნის წარმომადგენლობამ კი გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია წარმოადგინა, მათ შორის: მეტალოპლასტმასისა და ალუმინის პროფილები, აქსესუარები, შემინვის სისტემები, სხვადასხვა ლითონის ნაკეთობები და ა.შ. Tuyap-ის გამოფენას პარტნიორ კომპანიებთან ერთად, სამშენებლო ჯგუფ „მეგობრობის“ წარმოებისა და შესყიდვების სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ღონისძიების მიზანი ამ სფეროში ინფორმაციის გაცვლა, სიახლეების დანერგვა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება იყო. „მეგობრობა“ უახლოეს მომავალში სიახლეების დანერგვას გეგმავს, ამ ეტაპზე კი უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკების ეტაპზეა.