სიახლეები

news

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა- “მეგობრობა” ქართველი სპორტსმენების განვითარების კვალდაკვალ

12-13 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატს ვეტერანი მოჭიდავე, ქართული სპორტის აქტიური მხარდამჭერი და ქომაგი – სამშენებლო ჯგუფ „მეგობრობის“ დამფუძნებელი მამუკა არევაძე ესწრებოდა. კომპანიის დამფუძნებელი უკვე წლებია, რაც ქართული სპორტის აღორძინებას აქტიურად უჭერს მხარს. მამუკა არევაძეს არაერთი ფინანსური თუ მატერიალური წვლილი აქვს შეტანილი ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებაში. როგორც ის თავად ამბობს, მისთვის, როგორც ვეტერანი მოჭიდავისთვის კიდევ უფრო მეტად საამაყოა ქართველი ფალავნების წინსვლა და გამარჯვება. კომპანია „მეგობრობა“ ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერასა და განვითარებაზე მომავალშიც აქტიურად იზრუნებს.

12/12/2020

news

ფაქტები მეტალოპლასტმასის კარ ფანჯრებზე

    დღესდღეობით მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარამ თითქმის სრულად ჩაანაცვლა ხის ნაწარმი , რაც ძალიან კარგია , რადგან ამით დაიზოგა ბუნებრივი ტყის რესურსი, გარდა ამისა პროდუქტი გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციით. მიუხედავად იმისა რომ მეტალოპლასტმასის მიმართ არსებობდა ბევრი მითი , მაინც ბაზარზე ძალიან მალე დაიმკვიდრა თავი და დღესდღეობით ხის კარ-ფანჯრის ყველზე პოპულარული ალტერნატივაა. იმისათვის , რომ კარ-ფანჯარამ შეინარჩუნოს თბოეფექტურობა და ხმის იზოლაცია აუცილებელია გავითვალისწინოთ 2 ფაქტორი #1 ყველა მოძრავი დეტალი, რომელიც კი აქვს კარ-ფანჯარას პერიოდულად უნდა დაიზეთოს. გამოიყენეთ მანქანის ზეთი უკეთესი შედეგის მისაღებად. ჩვეულებრივ ეს პროცედურა წელიწადში ორჯერ უნდა ჩაატაროთ, თუმცა ერთხელ მაინც თუ მოახერხებთ, დიდი ხნით შეინარჩუნებთ ამდენი ხნის ნანატრ, ახალ კარ-ფანჯარას. #2 ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარას აქვს ორი რეჟიმი, ზაფხულის და ზამთრის. სეზონის ცვალებადობასთან ერთად, აუცილებელია ამ რეჟიმების შეცვლაც, წინააღმდეგ შემთხვევაში კონსტრუქციაში ჩამაგრებული რეზინები გაცვდება და თქვენი ნანატრი თბო - და ხმის იზოლაცია წარსულს ჩაბარდება. იცოდეთ, რომ სრულებით არ არის აუცილებელი ამ პროცედურისთვის ყოველწლიურად გამოიძახოთ მუშები, რომლებიც ზედმეტ თანხებს აიღებენ. შეგიძლიათ ზემოხსენებული წესები თავადაც მარტივად დაიცვათ. პირველ რიგში გამოაღეთ ფანჯარა და დაათვალიერეთ საკეტის მიმდებარე ადგილები. ყველა თანამედროვე კონსტრუქციას აქვს ე.წ. ექსცენტრიკები. ექსცენტრიკი - ოვალური ფორმის დეტალი, რომელიც შიგნიდან სხვადასხვა ფორმის შეიძლება იყოს. სწორედ ამ დეტალის ლავირებით ხდება ზამთრის და ზაფხულის რეჟიმების დარეგულირება კარ-ფანჯარაზე. რაც უფრო დიდია ფანჯარა, ექსცენტრიკების რაოდეობაც იზრდება. სპეციალური ინსტრუმენტის საშუალებით (ინსტრუმენტი უნდა იმეორებდეს ექსცენტრიკის შიდა ფორმას და ზუსტად ერგებოდეს მას), მომართეთ ისინი საჭირო რეჟიმზე. ჰორიზონტალური მდგომარეობა ზამთრის რეჟიმზე გადაყვანაა, ხოლო ვერტიკალური - ზაფხულისაზე. გახსოვდეთ, სანამ დაიწყებდეთ რეჟიმების შეცვლას, აუცილებელია გაიგოთ, რა რეჟიმზე აყენია კარ-ფანჯარა მოცემულ მომენტში. ამის შემოწმება საკმაოდ მარტივია. ჩააყოლეთ ფანჯარაში თაბახის ფურცელი. თუკი ჩაკეტილ მდგომარეობაში შეძლებთ ქაღალდის მარტივად გამოცურებას, ეს იმას ნიშნავს, რომ რეჟიმი ზაფხულის არის, თუ ვერა - ე.ი. ზამთრის.

22/07/2021

news

საინტერესო ფაქტები მბრუნავი კარის შესახებ

      მოგეხსენებათ რომ მე-19 საუკუნის ბოლოს მსოფლიოში აქტიურად დაიწყო მრავალსართულიან საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ფოლადის, მინისა და რკინაბეტონის მიღწევებმა შექმნა ქალაქის ახალი იერი. ეს პერიოდი ცათამბჯენების ეპოქად მიიჩნევა. შენობებმა გარდა საცხოვრებელი სახლისა უამრავი დატვირთვა მიიღო თავისთავად გაზარდა ვიზიტორების რაოდენობა, რამაც გამოიწვია შენობების ჰერმეტულობის და სიმყუდროვის დარღვევა, სწორედ ამიტომ საჭირო გახდა შეექმნათ ალტერნატიული პროდუქცია, რომელიც მრავალფუნქციურ შენობებს დაიცავდა: ქარის, წვიმისა და ქუჩის ხმაურისგან. ფილადელფიელმა 47 წლის მეცნიერმა თეოფილუს ვან კანელმა გამოიგონა მბრუნავი კარი, რომელიც გარდა კლიმატმედეგობისა ჭკვიანურად ანაწილებდა შენობაში შემსვლელ და გამსვლელ ადამიანებს, გარდა ამისა არქიტექტორებს ძალიან მოსწონდათ მბრუნავი კარი , რადგან ეს მათ საშუალებას აძლევდა კარი გამხდარიყო ჰოლის დეკორაციის თანამედროვე ელემენტი .         პირველი მბრუნავი კარი 1899 წელს დააინსტალირეს ნიუ-იორკში თაიმს-სკვერის ერთ-ერთ რესტორანში, მას შემდეგ ათასობით ასეთი კარი დამონტაჟდა და პროდუქცია საკმაოდ პოპულარული გახდა, რამაც მითქმა მოთქმა გამოიწვია, რომ ვან კანელი სულაც არ ყოფილა ბრწყინვალე გამომგონებელი, მას უბრალოდ ეზიზღებოდა ქალისათვის კარის გაღება და მისი წინ გაშვება, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მხოლოდ ჭორებია.      მიუხედავად იმისა, რომ მბრუნავ კარს ბევრი დადებითი თვისება გააჩნია , მან შეიძლება შექმნას საშიშროება, როგორც ეს 1942 წელს ბოსტონის ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა - ხანძარი, რომელსაც 500-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ვინაიდან შენობაში შესასვლელი და გასასვლელი მხოლოდ ერთი მბრუნავი კარი იყო, რამაც შეაფერხა ევაკუაცია. აქედან გამომდინარე მბრუნავი კარის დამონტაჟება არ შეიძლება ისეთ შენობებში, რომელსაც მხოლოდ ერთი გასასვლელი აქვს, აუცილებლად უნდა იყოს სათადარიგო და საევაკუაციო გასასვლელები, რადგან საგანგებო სიტუაციის დროს მარტივად მოხდეს შენობიდან ადამიანების გაყვანა. დღესდღეობით, საბედნიეროდ ეს პრობლემა აღარ დგას და მითუმეტეს მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებს რამოდენიმე საევაკუაციო გასასვლელი აქვს.

05/08/2021

news

რომელს ირჩევთ თქვენ? ხე თუ მეტალო-პლასტმასი

    სახლის კომფორტს უამრავი დეტალი ქმნის , მათ შორის არის კარ-ფანჯარაც. დღესდღეობით ფანჯრის კონსტრუქციების ბაზარი საკმაოდ მრავალფეროვანი და კონკურენტულია. ყველაზე გავრცელებული მასალა: ხე, მეტალო-პლასტმასი და ალუმინია. ფანჯრების შერჩევისას დამკვეთი დგება გადაწყვეტილების მიღების წინაშე , როგორიცაა: პროდუქციის ფასი, ექსპლუატაციის ვადა , ესთეტიური მხარე,მასალების ბუნებრივობა და მოვლის სიმარტივე.    ძირითადად კი მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღება უწევს მეტალო-პლასტმასისა და ხის ფანჯრებს შორის. ხის ფანჯრების მომხრეები ხაზს უსვამენ მასალის ბუნებრივობას, ეკომეგობრულობას და ამ ყველაფრით ამტკიცებენ იმას რომ ხისგან დამზადებული ფანჯრები ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის, იგი სუნთქავს და არ ქმნის ბარიერს სუფთა ჰაერისთვის.     ადამიანები კი , რომლებიც მეტალო-პლასტმასს ირჩევენ, მის მთავარ დადებით თვისებად მის ხელმისაწვდომობას , უნივერსალურობას, ხანგრძლივ ექსპლუატაციას და თანამედროვეობას უსვამენ ხაზს. იმისათვის რომ არჩევანი გაგიადვილოთ დავახასიათოთ თითოეული მათგანი. ხის ფანჯრის დადებითი მხარეები   ჰაერის შეღწევადობა. ხის მასალაში ჰაერის და ტენიანობის გაცვლა ხდება, რის გამოც ოთახში ჟანგბადის რაოდენობა არ იცვლება. ხის მიკროფორების მეშვეობით ჰაერის მუდმივი გაცვლა ხდება, თუნდაც ფანჯრები დაკეტილი იყოს. ეს ხელს უწყობს ოთახში ტენიანობის და სუფთა ჰაერის მუდმივი დონის შენარჩუნებას. მაშინაც კი, თუ ხის ფანჯრები დამუშავებულია საღებავით ან ლაქით, ეს ხელს არ უშლის მათ “სუნთქვას”. თბოიზოლაცია. როდესაც ძლიერი ყინვებია, თუ შევეხებით ხისგან დამზადებულ ჩარჩოს, სიცივეს ვერ ვიგრძნობთ, რადგანაც ხე საუკეთესო სითბოს იზოლატორია. ვინაიდან ხის თბოგამტარობა ძალიან დაბალია, ფანჯრის ჩარჩოებში თერმული ხიდების გაჩენა შეუძლებელია, რაც კონდენსატის წარმოქმნას გამორიცხავს. ხმის იზოლაცია. ხის სტრუქტურების მქონე თანამედროვე ევროფანჯრებს გააჩნიათ გაზრდილი ხმის იზოლაცია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხისგან მზადდება. სამნაწილიანი ან ორნაწილიანი მინაპაკეტი რამდენჯერმე ზრდის ხმაურის იზოლაციას. ხის ფანჯრები ორმაგი მინაპაკეტით შეიძლება დამონტაჟდეს აეროდრომთან ან რკინიგზასთანაც კი. ხანძარმედეგობა. ხის სიმტკიცე ცეცხლის მიმართ დიდი ხანია ცნობილია. ხანძრის დროს, ცეცხლისგან მონახშირებულ ხის ზედაპირზე დამცავი ფენა ჩნდება. ეს ხელს უშლის ხანძარის სწრაფად შეაღწევას ხის ზედაპირიდან ხის სიღრმეში. პლასტმასის მსგავსად, ხე დაწვისას არ გამოყოფს მავნე ნივთიერებებს და ტოქსიკურ გაზებს. ხოლო, თუ ხის ფანჯარა აღჭურვილია ცეცხლგამძლე პაკეტით, ცეცხლის გავრცელება 90 წუთის განმავლობაში ფერხდება. ეკოლოგიურობა.  ხეებს ფანჯრისთვის, რომლებიც სპეციალურად ხის მასალისთვის არიან გაშენებულნი ტყეებში, საგულდაგულოდ არჩევენ. ფანჯრის აწყობამდე მას ჟღინთავენ სპეციალური ნაერთით (ეკოლოგიურად არამავნეთი), რაც იცავს ხის ხარისხის გაუარესებას, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან. ამიტომ, ხის ჩარჩოები რჩებიან სრულიად ნატურალური თვისებების მატარებლად.  პლასტიურობა. ხის მასალის პლასტიურობა მისი წრიული ფორმით მოღუნვის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისად, შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ფორმის ფანჯრის დამზადება. მეტალოპლასტამასის კარ-ფანჯრის უპირატესობებია მეტალოპლასტასის კარ-ფანჯრის მასალა - პლასტიკის შიგნით არის მყარი რკინის კარკასი. რკინის კარკასი აძლევს კონსტრუქციას სიძლიერეს და დეფორმაციას ნაკლებად განიცდის სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში, ასევე მის სიძლიერეს პროფილის კედლის სისქე განაპირობებს. ხანგრძილი ექსპლუატაციის ვადა - მეტალო-პლასტმასი კარგად იტანს წვიმას, სიცხეს, სიცივეს და სწორი მოვლის შემთხვევაში მეპატრონეს ფანჯარა ნახევარ საუკუნესაც კი გაუძლებს. მდგრადობა - ასეთი ფანჯრები კარგად უძლებენ დარტყმებს და საშუალო ძალის წნევას, ხოლო იმისათვის რომ ორმაგი ან სამმაგი მინა-პაკეტი გაამტვრიოთ, ძალიან უნდა შეეცადოთ და კიდევ უფრო რთულია თუ ეს მინები ნაწრთობია. ასევე, ბევრმა არ იცის, მაგრამ პვც-სგან დამზადებული ფანჯრები ხანძარსაწინააღმდეგო თვისებებსაც ატარებს. მეტალო-პლასტმასის კარ ფანჯრები მარტივი მოსავლელია - ადრე დედები საათობით იდგნენ და გაზეთებით წმენდნენ ფანჯრის მინებს ყველა მხრიდან, აი ჩვენ კი ამ სიამოვნებას მოკლებულები ვართ. საკმარისია მხოლოდ ერთი-ორჯერ გადავუსვათ მინა-პაკეტს ნაჭერი და ის უკვე სუფთაა! იცოდით?! არსებობს მინა, რომელიც თვითწმენდადობის ფუნქციით გამოირჩევა, იგი არ იკიდებს მტვერს და ჭუჭყს. თქვენ ახლა უკვე ორივე მასალის შესახებ აუცილებელ ინფორმაციას ფლობთ და შესაბამისად კარ-ფანჯრის მასალის არჩევა უფრო გაგიადვილდებათ ან თუ დაგრჩათ კითხები ეწვიეთ კომპანია მეგობრობის საგამოფენო სივრცეს დ.გურამიშვილის გამზირზე #66ა ნომერში და გარდა იმის, რომ ჩვენი პროექტების მენეჯერები მოგაწვდიან პროდუქციის შესახებ უფრო მეტ თქვენთვის საინტერესო დეტალს, შეგიძლიათ ადგილზე ნახოთ თანამედროვე ხის ფანჯარა და გერმანული წარმოების მეტალოპლასტმასის პროფილებიც , რის შემდეგაც არჩევანი უკვე თქვენზეა.

12/08/2021