2023 წლის 19 ივლისს კომპანია მეგობრობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა: „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, რაც კიდევ უფრო გვაძლიერებს, რადგან ბიზნესის ერთიანი და კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის. მივესალმებით კომპანია „მეგობრობას“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის დიდ ოჯახში, მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და წინ ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება“ .