სიახლეები

news

ძველი სახლები საქართველოში

     დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანს უმოგზაურია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში , სადაც აუცილებლად აღმოაჩენდით "ენდემური არქიტექტურის" ნიმუშებს , რაც გამოწვეული იყო იქედან , რომ ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ მორგებოდნენ ადგილობრივ ლანდშაფტს და კლიმატურ პირობებს.  ჩვენი კომპანია კი აგრძელებს წინაპრების ტრადიციებს და ვცდილობთ , მოვერგოთ ბუნებრივ გარემოს და არა პირიქით , ბუნებრივი გარემო მოვირგოთ ჩვენი სამშენებლო მიზნების განხორციელებისათვის . სახლების მშენებლობისას ჩვენი ძირითადი მიზანია შენობის არქიტექტურაში გავითვალისწინოთ ქალაქის კულტურული ცხოვრების სტილი , ჰავა და რელიეფი .   სტატიაში კი გაეცნობით ძველ ტრადიციულ სახლებს   „დარბაზი“ – სახლის ტიპი, რომლის არსებობაც დადასტურებულია წერილობით უკვე ჩვენი წეღთაღრიცხვის მიჯნაზე, ხოლო მისი ცალკეული ელემენტები – ზემო სარკმელი შუა ცეცხლის კვამლის გასაშვებად და შუქისათვის, ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში გვხვდება. ბოლო დროს გავრცელებული იყო ისტორიული ქართლისა და მესხეთის ტერიტორიაზე. დარბაზი გახლდათ გვიანი ხანის საცხოვრებელი სახლის ყველაზე გავრცელებული ფორმა ქალაქებში.        "სახლი კალოიანი" - საცხოვრებლის ტიპი ხევსურეთში. წარმოადგენს ლიტონი ქვისგან აგებულ შენობას. პირველ სართულს ეწოდება სახლი, სადაც განთავსებულია კერა, ადამიანები და საქონელი. მეორე სართულს ეწოდება ჭერხო, რომელიც წარმოადგენს მამაკაცთა თავშესაფარს და ამასთანავე, სამეურნეო მარაგის საცავს, ხოლო მესამე სართულია კალო, ანუ მაღალი ბანი, სადაც ზამთრობით ყინულზე პურს ლეწავენ. აქვე განთავსებულია დახურული სათავსი, სადაც იარაღს ინახავენ. კალოიანი სახლი წარმოადგენს ხევსურეთისთვის ყველაზე დამახასიათებელ საცხოვრისს.   "მურყვამიანი"  ანუ კოშკიანი სახლი - სვანური საცხოვრებლის ყველაზე უფრო განვითარებული და დასრულებული სახეა. უმთავრესი ელემენტებია ორსართულიანი (იშვიათად ერთსართულიანიც) საცხოვრებელი სახლი, სახლის გვერდით აღმართული კოშკი (მურყვამი) და ეზო. ეზოს ზოგჯგრ გალავანი არტყია და მის შიგნითა კალო, ფარდულები და სხვ... საცხოვრებელ სახლში ქვემოთ ე.წ. მაჩვიბია, ზემოთ დარბაზი. მაჩვიბს (მისი ზომაა საშუალოდ 10X12 მ.) მიწის იატაკი აქვს. ეს საცხოვრებელიც არის საქონლის სადგომიც. სარკმლები არ არის, შუაში კერაა.     "აჭარული სახლი" ორსართულიანია. ზედა სართულზე ცხოვრობს ჯალაბი, ქვედაში — თავლა და ბოსელია ერთად. ზედა სართული სამ განყოფილებიანია. ერთი ოთახი სტუმრისთვისაა განკუთვნილი, საჯალაბო კი იმავდროულად სამზარეულოცაა. კედლებზე  დაბალი “ტახტებია” მიკრული, ტახტების შუაში მიწაა მოყრილი და  ზედ კერა გამართული. მესამე ოთახი აჭარულ სახლში სარძევეს წარმოადგენდა. აქვე იყო ამოჭრილი იატაკის პატარა ნაწილი, რომელითაც ბოსელში ჩასვლა იყო შესაძლებელი.     "პიტაფიცარი" - საცხოვრებელი სახლი აგებული ხის მოკლე ფიცრებით. პიტაფიცარის საფუძველი ქვებზე დაწყობილი ერთმანეთთან ჭდობით ჩამაგრებული ძელებისგანაა შედგენილი. ძელებში ამოჭრილ ღრმულებში ვერტიკალური დგარებია (ბოყვი) ჩასმული, რომელთა ორი მხარე ღრმადაა ამოღარული. პატიფიცარი ჩევულებრივ ერთგანყოფილებიანი და ორგანყოფილებიანი იგებოდა, თუმცა არსებობდა სამგანყოფილებიანიც.    "ოდასახლი" - დასავლეთ საქართველოში ოდა კვადრატული გეგმით იგებოდა, ის 3-6 ოთახიანია, ეს იყო ფანჯრებიანი ფიცრული სახლი, რომელსაც ხის აივანი და ჭერ-იატაკი ჰქონდა. ოდას ჰქონდა ოთხფერდიანი სახურავი. გადასახურავად იყენებდნენ ყავარს და კრამიტს, იდგა ქვის ან ხის ბოძებზე. არსებობს ქვითკირის სართულზე (პალატებზე) გამართული ოდა, ე. წ. „პალატებიანი“ ოდა საცხოვრებლის ეს ტიპი გავრცელდა XIX საუკუნის II ნახევრიდან და შეცვალა შუაცეცხლიანი, მიწურიატაკიანი საჯალაბო სახლი („მუშა სახლი“, „დარბაზი“, „კათხა სახლი“, „სამზადისი“), რომელიც ახალ კომპლექსში სამზარეულო-საკუჭნაოდ გადაიქცა. ოდა სახლს საბოლოოდ ჩამოშორდა ბოსელი. ოდესღაც ერთიანი საცხოვრებელი ფართობი მოძრავი ტიხარების საშუალებით ცალკე ოთახებად დანაწევრდა; ხუროთმოძღვრულ-მხატვრულ გადაწყვეტაში უმთავრესი მნიშვნელობა შეიძინა აივანმა, რომლის განვითარებაში 3 საფეხური შეიმჩნევა: ადრეული ტიპისათვის დამახასიათებელია კვადრატული კვეთის უხვად მოჩუქურთმებული სვეტები კუთხეებში გამოყვანილი ნაშვერებით და გარსშემოყოლებული მერხებით. მომდევნო ხანებში გაჩნდა მრგვალი, ჩარხზე დამუშავებული სვეტები, თაღოვანი კარ-ფანჯრები, გაქრა მერხები და ამაღლდა რიკულებიანი მოაჯირი 

01/06/2021

news

რა უნდა გავითვალისწინოთ მცირე ზომის ბინის მოწყობისას

თანამედროვე დიზაინერული გადაწყვეტილებების წყალობით, პატარა ბინები თანდათან იქცევა მყუდრო, მოდურ და კომფორტულ საცხოვრებლად. ჩვენ მოგიყვებათ, თუ რა პრინციპებს უნდა მივყვეთ იმისათვის, რომ კორპუსის პატარა ბინა მყუდრო და ტევად სახლად ვაქციოთ. 1. დაგეგმარება ბინის გეგმარების სწორად განაწილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია , შემდგომი კოსმეტიკური სამუშაოების განსახორციელებლად , ამიტომ საჭიროა განსაზღვროთ რომელი სივრცეა თქვენთვის პრიორიტეტული. ასევე, შეიძლება უფრო მტკიცე ნაბიჯის გადადგმაც –ოროთახიანისგან ვრცელი სტუდიოს ტიპის ბინის გაკეთება. მთავარია, ჩაფიქრებული ცვლილებები ბინის პროექტს მოარგოთ. თუ ყველაფერი რიგზე იქნება, განახორციელეთ გეგმა და აუცილებლად დაყავით მთელი ფართობი ზონებად, მაგალითად: სასადილო, სამუშაო, დასასვენებელი და გასართობი, საძინებელი და ა.შ. ამაში დაგეხმარებათ ავეჯი (დივანი, ბარის მაგიდა, სამზარეულოს კუნძული, სტელაჟი), ზემოხსენებული თაბაშირმუყაოს ტიხარი, იატაკისა და კედლის სხვადასხვა საფარი, განათება და სხვა. 2. ჭერქვეშა სივრცის გამოყენება მაღალი ჭერი ნამდვილი ხსნაა, თუ თავად ბინა დიდი არაა. მისი დახმარებით, შეიძლება ყველა იმ პრობლემის გადაწყვეტა, რომლებიც შენახვის ადგილების ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. უბრალოდ მოაწყვეთ კარებს ზემოთ თაროები ან ერთგვარი ნიშები, და მოათავსეთ იქ ნივთები, რომლებიც დროგამოშვებით გჭირდებათ. მაგალითად, სეზონური ტანსაცმელი, საწოლის თეთრეული, ახალი პირსახოცები, ნაძვის ხის სათამაშოები და ა.შ. ეს ვარიანტი განსაკუთრებით კარგია, თუ ყველა ამ ნივთს, ჩვეულებრივ, აივანზე ინახავდით. ამ შემთხვევაში, გაგითავისუფლდებათ დიდი ადგილი. 3. ნათელი ტონები პატარა ბინებში, მუქი ფერების გამოყენება ცუდ ვარიანტად ითვლება. პრაქტიკულად ყველამ იცის, რომ მსგავსი ფერები ავიწროვებს სივრცეს, რაც დაუშვებელია პატარა ბინებში. ამიტომ, რემონტის დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ფერთა გამის შერჩევას. შეგიძლიათ, შთაგონდეთ სკანდინავიური ინტერიერით, რომელშიც ჭარბობს თეთრი, ან გამოიყენოთ უფრო საინტერესო ტონები, მაგალითად, კრემისფერი, რძიანი ყავისფერი, სხვადასხვა ფერის ნუდი და პასტელური ტონები. ხოლო იმისათვის, რომ მოდერნიზაციის შემდეგ ბინა საავადმყოფოს სტერილურ პალატას არ დაემსგავსოს, გაავსეთ ინტერიერი მკვეთრი ფერის ავეჯით. აღნიშნული ტანდემი (ნათელი მოპირკეთება + ფერადი ავეჯი) იდეალური ვარიანტია. არ დაივიწყოთ დეკორისა და ტექსტილის შესახებაც – ისინი წარმატებულ აქცენტად იქცევა ხოლმე ოთახებში. 4. მრავალფუნქციური ან კომპაქტური ავეჯის დალაგება ძვირფასი კვადრატული მეტრების დასაზოგავად, ბინის მოწყობისთვის აირჩიეთ მრავალფუნქციური ან კომპაქტური ავეჯი. მაგალითად, თუ ერთოთახიანი ბინა გაქვთ, შეგიძლიათ დადგათ კარადა, რომელშიც საწოლი “იმალება”. ასე, ღამით სრულყოფილ საწოლზე დაიძინებთ, ხოლო დღისით ბინის ფართობი გაიზრდება, რადგან ზედმეტი ავეჯი ფეხქვეშ აღარ გაგეგებათ. სამზარეულოს მოწყობისას, მიანიჭეთ უპირატესობა დასაკეც სკამებსა და მაგიდას, რომლებიც მინიმალურ ადგილს იკავებს. თუმცა, ასეთი ვარიანტი მხოლოდ იმ ვარიანტში გამოგადგებათ, თუ ბინაში არაუმეტეს ორი ადამიანი ცხოვრობს. 5. აბაზანის მოწყობა ყველაზე დიდი ნაკლია პატარა სამზარეულო და უფრო პატარა, შერეული სან.კვანძი. სამწუხაროდ, სააბაზანოს ტერიტორიის გაფართოება წარმოუდგენელია, ამიტომ პრობლემა სწორი სანტექნიკით უნდა გადაჭრათ. თქვენი მთავარი მიზანია – მინიმალური ადგილი დააკავოთ. ამისთვის, შეიძინეთ მინი-აბაზანა ან კომპაქტური საშხაპე კაბინა. მეორე ვარიანტი უფრო პრაქტიკული იქნება, რადგან პატარა სააბაზანოში ყველა ვერ დაეტევა. ასევე, ყურადღება გაამახვილეთ მცირე ზომის სარეცხ მანქანასა და ტუმბოიან ნიჟარაზე, რომელშიც სხვადასხვა საჭირო ნივთს მოათავსებთ. არ დაგავიწყდეთ შენახვის სისტემის საკმარისი რაოდენობის შესახებაც. დიდი ალბათობით, მათი უმრავლესობა ღია იქნება: თაროები, კაუჭები კარზე, ხალათებისა და პირსახოცებისთვის, დასაკიდი დაწნული კალათები ქსოვილებისთვის და ა.შ. ეცადეთ, ყოველი მეტრი სასარგებლოდ გამოიყენოთ – მხოლოდ ასე გახდება თქვენი სან.კვანძი მაქსიმალურად კომფორტული. 6. სარკეები სარკე, როგორც ნათელი ფერები, ვიზუალურად ზრდის სივრცეს, ირეკლავს სინათლეს. ამიტომ, აუცილებლად დაკიდეთ ისინი ბინაში. მთავარია, ამ საკითხს გონივრულად მიუდგეთ და რაოდენობას არ გადაამეტოთ. საძინებელში შეგიძლიათ კარადა-კუპეს დადგმა სარკიანი კარებით, ან ტუალეტის სარკიანი მაგიდის განთავსება. გარდა ამისა, ეს ელემენტი სააბაზანოშიც და დერეფანშიც არამხოლოდ პრაქტიკულობის გამო, არამედ ოთახის ვიზუალურად გაფართოებისთვისაც უნდა გამოიყენოთ. 7. აივნის გაფორმება გახსოვთ, ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ აივანი უნდა გათავისუფლდეს, მისი ოთახად გამოყენება რომ შეძლოთ? ხოდა, ეს ვრცელი, დათბობილი, შემინული და გარემონტებული აივანი მართლაც შესანიშნავი ადგილია დასვენების ან მუშაობისთვის. იქ შეიძლება მინი-ოფისის ან სახელოსნოს მოწყობა, პატარა, მყუდრო დივნის ან ჟურნალის მაგიდის დადგმა. თუ აივანზე გასასვლელი საძინებელშია, გააკეთეთ მასზე გარდერობი ან ბიუთი-სტუდიო, ხოლო თუ სამზარეულოში – სასადილო ზონა. აივნის გამოყენების უამრავი ვარიანტი არსებობს. მთავარია გაიგოთ, თუ კონკრეტულად რაში გჭირდებათ იგი.

14/02/2021

news

სამშენებლო კომპანია „მეგობრობა“ ც.დადიანის N25-ში ინვესტირებითაა დაინტერესებული

სამშენებლო კომპანია „მეგობრობა“ ც.დადიანის N25-ში ინვესტირებითაა დაინტერესებული. ჩვენი კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული შენობის ნაცვლად, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი ააშენოს და მოსახლეობა საცხოვრებლით დააკმაყოფილოს.  ამასთან, „მეგობრობა“ ასევე მზადაა ობიექტი გაამწვანოს და კეთილმოაწყოს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ ამა წლის 12 ივნისს დაიწყო, დღეს კი საკრებულოში ინვესტიციის შესაძლებლობის შესახებ  მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს  წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიის დამფუძნებელი მამუკა არევაძე ესწრებოდა. დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.  სამშენებლო ჯგუფ „მეგობრობის“ დამფუძნებლის მამუკა არევაძის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დედაქალაქის იერსახის ცვლილებისთვის, არამედ უშუალოდ მობინადრეებისთვის, რომლებიც ამჟამად ავარიულ სახლში ცხოვრობენ და ყოველ დღე საფრთხის წინაშე დგანან. მისივე თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში კომპანია „მეგობრობა“ 22 ოჯახს ახალი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფს.  ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივა ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, რიმა ბერაძეს ეკუთვნის.

12/12/2020

news

“მეგობრობის” დამფუძნებელმა სოციალურ აქციაში გიორგი ჩაკვეტაძის მაისური – გენტი შეიძინა

სამშენებლო ჯგუფ „მეგობრობის“ დამფუძნებელმა, მამუკა არევაძემ  სპორტსმენების აქსესუარების აუქციონზე, ქართველი ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, გიორგი ჩაკვეტაძის მაისური შეიძინა და ამ ფორმით სოციალურ კამპანიაში დიდი წვლილი შეიტანა. მნიშვნელოვანია, რომ აუქციონზე შესული თანხით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე ბერშუეთის სკოლის მოსწავლეებისთვის, ამორტიზებული სპორტული დარბაზი გარემონტდება და კეთილმოეწყობა. ცნობისთვის, საქართველოსა და მსოფლიო სპორტის ვარსკვლავების აქსესუარების კამპანია/აუქციონი, სახელწოდებით – “ძლიერები არ ძალადობენ” 18 დეკემბერს, “ფუნიკულიორზე” გაიმართა.  აუქციონზე გამოტანილი აქსესუარებს შორის იყო:  გურამ კაშიას მაისური – ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგა, საქართველო-ყაზახეთი. გურამ კაშიას ბუცები – ნაკრები, ერთა ლიგა, საქართველო-ყაზახეთი. გურამ კაშიას “ვიტესის” მაისური, რომლითაც არნემში ბოლო მატჩი ჩაატარა და გოლი გაიტანა. გურამ კაშიას კაპიტნის სამკლაური – “ვიტესი”, სარეკორდო 243-ე მატჩი. ნიკოლოზ ბასილაშვილის ჩოგანი – მოგებული აქვს ჰამბურგის პირველობა და შანხაის მასტერსი. ლაშა ტალახაძის ფინკა – 2018 წელი, აშხაბადი, 7 მსოფლიო რეკორდი და 3 ოქროს მედალი. ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ფინკა – ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადა. გენო პეტრიაშვილის ფინკა – 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი. ტოჩინოშინის კიმონო თავისი ქამრით (ობით) ტოჩინოშინის ფეხსაცმელი ტოჩინოშინის ხელის ანაბეჭდი, ნახატი პორტრეტითა და ავტოგრაფით. ერიკ აბიდალის მაისური – 2013 წელი, საქართველო-საფრანგეთი. ანტუან გრიზმანის მაისური ავტოგრაფით. ვარლამ ლიპარტელიანის კიმონო – 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი, ოქროს მედალი. გურამ თუშიშვილის კიმონო – 2017 წელი, ევროპის ჩემპიონატი, ოქროს მედალი.  მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურთი ავტოგრაფებით – საქართველო – სამოა. ზაზა ფაჩულიას მაისური ავტოგრაფით – დეტროიტ პისტონსი. გიორგი ჩაკვეტაძის მაისური – გენტი.

12/12/2020