ჩვენს შესახებ - სამშენებლო

 

სამშენებლო ჯგუფი "მეგობრობა"  ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა.  ჩვენი მთავარი ამოცანა ხარისხის მუდმივი კონტროლი და განვითარებისკენ სწრაფვაა, სწორედ ამიტომ კომპანია საცხოვრებელ კომპლექსებს უმაღლესი ხარისხის საშენი მასალებით აშენებს, ხოლო მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მომავალი მობინადრეების კომფორტსა და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. კომპანია ყოველთვის ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებსა და მოთხოვნებს, შესაბამისად, ცდილობს ჰარმონიული, კომფორტული გარემოს შექმნას. ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანია პროექტების დათქმულ ვადაში დასრულება და მისაღები ფასის შეთავაზება, რაც ასევე მკაცრად გვაქვს დაცული. "მეგობრობა" სიახლეებზე ორიენტირებული კომპანიაა, ამიტომ ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია დეტალები, რომელთა დახვეწაზეც უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ.