გურამიშვილი

 

პროექტის აღწერა

 

გურამიშვილის პროექტი 12 სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსია, რომელსაც სამშენებლო ჯგუფი "მეგობრობა" უმაღლესი ხარისხის, ენერგოეფექტური საშენი მასალებით აშენებს. პროექტი გამორჩეულია არა მხოლოდ მისი ვიზულური ან არქიტექტურული ნაწილით, არამედ მისი მდებარეობის გამოც. საცხოვრებელი ობიექტი განთავსებულია ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გარემოში, რაც კომპლექსს კიდევ უფრო კომფორტულს ხდის.

 

მდებარეობა

 

პროექტი მდებარეობს დავით გურამიშვილის N70 -ში, მეტროსადგურ ღრმაღელისა და გურამიშვილის სიახლოვეს. ობიექტს აქვს სამი მინუს სართული, რომელიც დახურული ავტოსადგომებისთვისაა განკუთვნილი, რაც პარკირების პრობლემას ხსნის.  კომპლექსში გათვალისწინებულია კომერციული და საოფისე ფართების მშენებლობაც.

 

დამატებითი ინფორმაცია

 

პროექტი შენდება ახალი რეგულაციებისა და
უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით , რაც
ნიშნავს,  რომ ობიექტი აღჭურვილი იქნება :

საევაკუაციო გეგმითა და ნიშნებით
შეუბოლავი ტიპის საევაკუაციო კიბის უჯრედით
12 კაციანი სამგზავრო ლიფტით
ავტომატური სახანძრო სისტემით
კვამლის დეტექტორებით
განგაშის სისტემით
ცეცხლმაქრებით ყველა სართულზე

 

მშენებლობა მიმდინარეობს უმაღალესი ხარისხის სამშენებლო მასალებით:


ენერგოეფექტური ბლოკი
მიქსორის ცემენტი
ევროპული ალუმინის კარ-ფანჯარა
მასიური თბოიზოლირებული რკინის კარი
მარმარილოთი მოპირკეთებული სადარბაზოები
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მიწისქვეშა ავტოსადგომი

 

ბინის არჩევა

ახმეტელი

დასრულებული

სარაჯიშვილი

მიმდინარე პროექტი

ნუცუბიძე

მიმდინარე პროექტი